საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე ტრენერები

უახლესი კვლევები და სტანდარტები

გამოცდილებების გაზიარების პლატფორმა

რა არის Upgrade

ვინ ვართ და რა გვამოძრავებს?

UpGrade-ში ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი გავხადოთ გლობალური გამოცდილება და ხელი შევუწყოთ HC პროფესიონალებს მიიღონ მათი განვითარებისათვის კრიტიკულად საჭირო ცოდნა. ამისთვით გთავაზობთ:

Our Values

ჩვენს შესახებ

საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამების გავლით, HC პროფესიონალები გაეცნობიან ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომებს, ადამიანზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ფორმირების მექანიზმებსა და ტალანტების მოძიების, განვითარებისა და შენარჩუნების გლობალურად აღიარებულ პროცესებს. სერტიფიცირებით მოპოვებული საერთაშორისო სტატუსი HC პროფესიონალებისთვის გლობალური კარიერისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი გავხადოთ გლობალური გამოცდილება და ხელი შევუწყოთ HC პროფესიონალებს მიიღონ მათი განვითარებისათვის კრიტიკულად საჭირო ცოდნა.

ჩვენი მისია

მაღალხარისხიანი ტრენინგების, მათ შორის ექსკლუზიური საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამების მეშვეობით, ხელი შევუწყოთ HCM პროფესიონალების პირად და ორგანიზაციულ წარმატებას, მათი განვითარების ყველა ეტაპზე.

ჩვენი ხედვა

ჩვენ ვართ ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში წამყვანი ტრენინგ ცენტრი საქართველოსა და რეგიონში. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ტრენერების მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ საერთაშორისო კვლევებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული ტრენინგების ორგანიზებას, რითიც ხელს ვუწყობთ HC პროფესიონალებისა და ზოგადად სფეროს განვითარებასა და ორგანიზაციული მდგრადობის უზრუნველყოფას.

Our Process

გააუმჯობესე შენი უნარები, სტატუსი და გუნდი

UpGrade-ში ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადამიანური კაპიტალის მართვის პროფესიონალებს გააუმჯობესონ საკუთარი უნარები, სტატუსი და გუნდი. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ სამი მიმართულებით:

Upgrade your Skills

თემატური ტრენინგები

ჩვენ ვქმნით HC სფეროს სხვადასხვა თემატურ ტრენინგებს, რომელიც ეყრდნობა უახლეს საერთაშორისო კვლევებსა და საუკეთესო გამოცდილებას. ტრენინგების მთავარი ამოცანაა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიანად დანერგვის უნარების განვითარება.

Upgrade your Title

სასერტიფიკატო ტრენინგები

ჩვენ წარმოვადგენთ HC და ტალანტების მართვის სფეროში საერთაშორისო წამყვანი ორგანიზაციებს და გთავაზობთ სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს.

Upgrade your Team

კორპორატიული ტრენინგები

ჩვენ გთავაზობთ თქვენი გუნდისა და კომპანიის კონკრეტული საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, სადაც შეძლებთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების/პროცესების დამუშავებას და კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას.

შექმენი შენი წარმატება